რუსეთიდან საქართველოში ფრენის სურვილი კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა
რუსეთიდან საქართველოში ფრენის სურვილი კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ „ირაერომ“ გამოთქვა. ავიაკომპანიამ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა. პასუხი ცნობილი 19 მაისს გახდება.
ფრენების დასაწყებად ავიაკომპანიამ განაცხადით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც უნდა მიმართოს.
კომპანია „ირაეროს“ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მას აქვს რეგულარული და ჩარტერული რეისები რუსეთში, ჩინეთში, თურქეთსა და მონღოლეთში.
საიტის თანახმად კომპანიის საავიაციო პარკშია თვითმფრინავები: Airbus A319, Superjet 100, Bombardier CRJ-200LR და სხვადასხვა მოდელის АН.