მოსკოვი-თბილისის რეისზე Georgian Airways-მა ფრენების დაწყების ნებართვა მიიღო

16.05.23 14:25
მოსკოვი-თბილისის რეისზე Georgian Airways-მა ფრენების დაწყების ნებართვა მიიღო

მოსკოვი-თბილისის რეისზე Georgian Airways-მა ფრენების დაწყების ნებართვა მიიღო. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართულ ავიაკომპანიაზე ფრენების ნებართვა დღეს გაიცა. 

თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა, -ბწერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პუტინის განკრაგულებით, ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელების შესაძლებლობა 15 მაისიდან მიეცათ.