ონლაინ სალაროში თბილის-მოსკოვის მიმართულება უკვე ჩაემატა - "აირზენას" დირექტორი "პირველების" ზარებს არ პასუხობს

16.05.23 15:15
ონლაინ სალაროში თბილის-მოსკოვის მიმართულება უკვე ჩაემატა - "აირზენას" დირექტორი "პირველების" ზარებს არ პასუხობს

ავიაკომპანია „აირზენას“ ონლაინ სალაროში თბილის-მოსკოვის მიმართულება უკვე ჩაემატა. პირველ ფრენას „ჯორჯიან ეარვესის“ 20 მაისს განახორციელებს. კომპანია თბილის-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7-ჯერ იფრენს.

ბილეთის ფასს ავიაკომპანიის ბილეთების სალაროში ვერ ასახელებენ.

„პირველები“ დილიდან ავიაკომპანიის დირექტორთან, თამაზ გაიაშვილთან დავშირებას ცდილობს, რათა გაარკვიოს, აცნობიერებს თუ არა ის იმ რისკებს, რაც შეიძლება არ რეისის აღდგენას შეიძლება მოჰყვეს.

ცნობილია, რომ „ჯორჯიან ეარვესი“ პირდაპირ ფრენებს ამსტერდამში, ვენასა და პარიზში ახორციელებს და გამორიცხული არ არის, მან ეს პრივილეგია დაკარგოს.

გაიაშვილი "პირველების“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.თანამშრომლები ამბობენ, რომ ის საქართელოში არ იმყოფება. 

აღნიშნული ავიაკომპანია ამ დრომდე რუსეთში ერევნის გავლით დაფრინავდა, ახლა კი მას პირდაპირი ფრენების განხორციელების საშუალება მიეცა. რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ფრენებს განახორციელებს რუსული ავიაკომპანია "აზიმუტიც". 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვი-თბილისის რეისზე Georgian Airways-მა ფრენების დაწყების ნებართვა უკვე მიიღო.

მსგავსი სიახლეები