ბათუმში, ბანკში კრედიტ ოფიცერი დაჭრეს
ბათუმში, TBC ბანკის ცენტრალურ ოფისში, კრედიტოფიცერი დაჭრეს. ამ წუთებში ჭვჭავაძის ქუჩაძე პოლიციაა მობილიზებული. 35 წლამდე კაცს დანით მიყენებული 2 ჭრილობა აღენიშნება.
"პირველების" ინფორმაციით, მომხდარის მოტივი შურისძიებაა.
თავდამსხმელი, 30 წლამდე კაცი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაჭრილი კლინიკა "მედცენტრშია" მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.