საქართველოში უძრავი ქონების რეალიზაცია 27 %-ით შემცირდა
საქართველოში უძრავი ქონების რელიზაცია 27 %-ით შემცირდა. 31%-ით შემცირდა ბინების გაყიდვა ახალაშენებულ კორპუსებში, ხოლო ძველ კორპუსებში 18%-ით.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ბინების გაყიდვების კლება ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად გადმოსახლებამ გამოიწვია. მათმა დიდმა ნაწილმა უძრავი ქონება ჩვენს ქვყენაში რეკორდული რაოდენობით შეიძინა, მიზეზი კი სანქციებისთვის თავის არიდებაა.
ფასები გაზრდილია მიწების ნაკვეთებზე, კახეთის მიმართულებით, ფასები გაზრდილია თბილისის შემოგარენში აბსოლუტურად ყველგან. სამეურნეო მიწებს უცხოეთის მოქალაქეები ვერ ყიდულობენ, შესაბამისად ყიდულობენ ქართველები. რუსეთის მოქალაქეებმა ნამდვილა იყიდეს ბევრი ბინები, მაგრამ რუსეთიდანაც იყიდეს, უკრაინელებმაც, თუმცა უფრო მეტად ალბათ რუსებმა, - ამბობს ნატო მოდებაძე.
ეკონომისტი ოთო აბესაძე კი ამბობს, რომ რუსების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვის მიზანი ფულის გათეთრებაა.
მათ მიერ უძრავი ქონების შესყიდვის მიზანი, ეს იყო, რომ ყოფილიყო ფულის ერთგვარი, ბრჭყალებში, სამრეცხაო და ამ უძრავი ქონების შეძენის შედეგად შესძლებოდათ საქართველოში ეკონომიკური ოპერირება. ამ ინვესტირებას, ბრჭალებში, არ ჰქონდა ეკონომიკური დატვირთვა, ეს მხოლოდ რუსებს ემსახურებოდა და რუსული სანქცირებული ფულის საქართელოში გათეთღებას და შემდეგ უკან დაბრუნებას ან საზღვარგარეთ გატანას, - ამბობს ოთო აბესაძე.