12-დან სრულად შესრულებულია მხოლოდ 1 - EU-ს რეკომენდაციების შესრულების სტატუსმეტრი

მხოლოდ ერთი რეკომენდაციაა "შესრულებული", ორი - "მეტწილად შესრულებული", ოთხი - "ნაწილობრივ შესრულებული", ხოლო ხუთი ისევ "შესასრულებელია".- რვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა.
სტატუსმეტრი ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.
"საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა. პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი პროგრესი არ შეიმჩნევა. დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს." ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
სტატუსმეტრის მონაცემებით, სრულად შესრულებულია მხოლოდ მე-11 რეკომენდაცია, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების გათვალისწინებას.
რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს - ნაწილობრივ შესრულდა: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები; ანტიკორუფციული ზომები; მოწყვლადი ჯგუფები; დამოუკიდებელი სახალხო დამცველი;
მეტწილად შესრულდა - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა;
შესასრულებელია - დეპოლარიზაცია; დამოუკიდებელი სასამართლო; დეოლიგარქიზაცია; მედია; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
სტატუსმეტრის წინა ანგარიში აპრილში გამოქვეყნდა - მდგომარეობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მაშინაც იგივე იყო.
სტატუსმეტრის წინა ანგარიში აპრილში გამოქვეყნდა - მდგომარეობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მაშინაც იგივე იყო.