"ავერსის" პარტნიორი ბრენდი "აჰავა“ საქართველოში დისტრიბუტორთა საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
პირველად საქართველოში "ავერსის" პარტნიორი ბრენდი "აჰავა“ დისტრიბუტორთა საერთაშორისო კონფერენციას მართავს. "აჰავა" კანის მოვლის საშუალებათა ცნობილი ბრენდია, რომელიც მკვდარი ზღვის ლაბორატორიის მიერაა შემუშავებული და საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.
კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კომპანიის წარმომადგენლები დამსწრეებს ცნობილი ბრენდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
კომპანია „აჰავა“ მართავს საერთაშორისო დონის კონფერენციას, რომელიც არის მისი ერთგვარი ტრადიცია და ის ყოველ წელს სხვა და სხვა ქვეყანას ირჩევს ამ აქტივობისთის და წელს საქართველო და კომპანია „ავერსი“ აღმოჩნდა მათი ინტერესის ქვეშ. განხილული იქნება ბევრი სიახლე, ბევრი ახალი პროექტი იქნება მათ მიერ შემოთავაზებული, რომელსაც ძალიან მალე ჩვენს მომხმარებელს გავაცნობთ, - ამბობს "ავერსის" პრემიუმ კატეგორიის მიმართულების ხელმძღვანელი ვერა ვარდუაშვილი.