დაემუქრება თუ არა დასანქცირება "ჯორჯიან ეარვეისს"? - კომპანია რუსეთში რეისების შესასრულებლად მზადაა

16.05.23 20:01
დაემუქრება თუ არა დასანქცირება "ჯორჯიან ეარვეისს"? - კომპანია რუსეთში რეისების შესასრულებლად მზადაა

პირველი მერცხალი  მოსკოვიდან - რუსული ავიაკომპანია  "აზიმუტის" თვითმფრინავი  19 მაისს თბილისის აეროპორტში დაეშვება. ქართულმა მხარემ ცა გაუხსნა კომპანიას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინცალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. ასე ეწერა მის ვებგვერდზე დღემდე. ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ მას შემდეგ წაშალეს, რაც თბილისში ამ ამბის გახმაურებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

აზიმუტის შემდეგ ნებართვა ფრენებზე  ჯორჯიან ეარვეისმაც მიიღო.  საერთაშორისო შეზღუდვების საფრთხის მიუხედავად, ქართული კომპანია რუსეთში რეისების შესასრულებლად მზადაა.  "ჯორჯიან ეარვეისის" ვებგვერდზე კი  უკვე გამოჩნდა პირველი რეისის თარიღიც - 20 მაისი. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.