1 წელი ნიკა გვარამიას პატიმრობიდან - 27 მაისს ორბელიანის სასახლესთან აქცია დაანონსდა

16.05.23 20:26
1 წელი ნიკა გვარამიას პატიმრობიდან - 27 მაისს ორბელიანის სასახლესთან აქცია დაანონსდა

27 მაისი, 18 საათი, ორბელიანების სასახლე - ამ დღეს სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას მეგობრები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ  მას შეწყალების აქტზე ერთი ხელის მოწერით  ნიკა გვარამიას უკანონო  პატიმრობის დასრულება შეუძლია.

მედიამენეჯერის გათავისუფლების მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ  თუ სალომე ზურაბიშვილი ამ  გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ის ივანიშვილის დაკვეთით  შესრულებული პოლიტიკური პატიმრობის ხელშემწყობი იქნება.  

"ერთი წელი, რაც რუსთავში ვცხოვრობ" - ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს 212-ე საკნიდან ნიკა გვარამია. ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი აანონსებს, რომ ბრძოლას სტარსბურგის სასამართლოში  გააგრძელებს.  

ციხიდან გვარამიას გზავნილის ადრესატი იყო ოპოზციაც, რომელსაც პატიმარმა მედიამენეჯერმა ივანიშვილის დასამარცხებლად კომფორტის ზონის დატოვება ურჩია. " თუ ამისთვის არ ხართ მზად, სხვა საქმით დაკავდით, -" ურჩევს  გვარამია პოლიტიკოსებს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები