რატომ შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვები? - ექსპერტების განმარტებები
რატომ შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვები? - წელს ბინების რეალიზაციის მაჩვენებელი 27 % ით არის დაკლებული. ეს ცვლილება განსაკუთრებით ახლადაშენებულ კორპუსებს შეეხო, სადაც გაყიდვებმა 31% -ით იკლო. სპეციალისტების განმარტებით, გაყიდვების ასეთი სწრაფი ვარდნა ისევ რუსეთის მოქალაქეებს უკავშირდება. გასულ წელს საქართველოში უძრავი ქონების ბუმი იყო. რუსები მასობრივად ყიდულობდნენ საცხოვრებელ ფართებს და მიწებს.
ექსპერტების თქმით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქლაქეების მთავარი ამოცანა იყო ბინადრობის უფლებას მიღება, რაშიც უძრავი ქონების ფლობა ეხმარებოდათ. ამ დროისთვის მოთხოვნილება უკვე დაკმაყოფილებულია და ბინების გაყიდვების რაოდენობამაც მკვეთრად იკლო.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში დამკვიდრებულმა რუსებმა ახლა უძრავი ქონების გაყიდვა დაიწყონ და თანხები სხვა ქვეყნებში გადაიტანონ.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.