ავარია ქარელში - დაღუპულია 2 პოლიციელი

17.05.23 10:12
ავარია ქარელში - დაღუპულია 2 პოლიციელი

ავარია ქარელში მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა, შედეგად პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

30 წლამდე კაცი, რომელიც საპატრულო პოლიციას შეეჯახა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.