შსს-ს თანამშრომლები რომლებიც, ქარელში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ ომარ ქარელი და ვანო ბასანიძე არიან
გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე დაიღუპნენ.
ორივე მათგანი შსს-ს თანამშრომელია.
შსს-ს ცნობით, 29 წლის, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის მუნიციპალიტეტში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.
„მთვრალი იყო, "პროწივზე" შევარდნილა... ადგილზე დაიღუპა ორივე“, - ამბობენ ახლობლები.