ლარი უფასურდება - ექსპერტები პროდუქტებზე ისევ ფასების ზრდას აანონსებენ
გამყარების შემდეგ ლარი ისევ რეკორდულად უფასურდება. ლარი ბოლო ერთ კვირაში დოლართან მიმართებაში კიდევ 11 თეთრით გაუფასურდა.
ექსპერტები ისედაც გაძვირებულ პროდუქტებზე ისევ ფასების ზრდას აანონსებენ.
ეკონიმისტებს უჩნდებათ ეჭვი, რომ შესაძლოა ეროვნული ვალუტის ხელოვნური გაუფასურება ხდება და ამ რყევებით, კონკრეტული ადამიანები მდიდრდებიან.
"საქართველოში არა და არ ჩერდება მონეტარული ტურბულენტობა, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ინსაიდერული ინფორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული პირები, ამით სარგებლობენ და ახდენენ სავალუტო ოპერაციებით საკუთარი სახსრების გაბევრებას ანუ გამდიდრებას, შესაბამისად ეროვნული ბანკის საქმიანობა არის მკაფიოდ შესასწავლი, ვინაიდან არ უძღოდა წინ არანაირი წინაპირობა მიმდინარე პერიოდში, არც ეროვნულ ბანკს შეესყიდა ბაზრიდან ლარი და არც, გარკვეული ტიპის ინვესტიცია გასულა ქვეყნიდან, რომ ყოფილიყო მსგავსი ტიპის ტურბულენტობა, შესაბამისად ეს ფინანსური ძვრები გამოწვეულია ხელოვნურად და ამის კონკრეტული ახსნა, სავარაუდოდ გამოჩნდება უახლოეს პერიოდში, რაც ცალსახად უნდა იყოს შესწავლის საგანი ეროვნულ ბაკში და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან" - ამბობს ეკონომისტი, ოთარ აბესაძე.
ექსპერტების ვარაუდით, ლარის ისევ რეკორდულად გაუფასურების მიზეზი შესაძლოა ქვეყანაში შექმნილი მაკროეკონომიკური მდგომარეობაც იყოს.
"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური პოლიტიკა იყოს მომართული იქითკენ, რომ ლარის გაუფასურებამ არ გამოიწვიოს ფასები ზრდა:
"ეროვნულმა ბანკმა, შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი და ეს შეიძლება ყოფილიყო ერთგვარი სიგნალი ბაზრისთვის, რომ ლარი ოდნავ შეიძლება გაუფასურებულიყო და ზოგმა დაიწყო დოლარის აკუმულირება და შეძენა, გაზარდა დოლაზე მოთხოვნა, ასევე ეროვნული ბაკი ყიდულობს და ავსებს რეზერვებს და რეზერვები დღეს არის ისტორიულ მაქსიმუმზე თითქმის 5 ნახევარი მილიარდი დოლარია, ასევე ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს, ის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური პოლიტიკა იყოს მომართული იქითკენ, რომ ლარის გაუფასურებამ არ გამოიწვიოს ფასები ზრდა" - თქვა გიორგი კეპულაძემ.