მოვუწოდებთ პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, ხმა აიმაღლონ დისკრიმინაციის წინააღმდეგ - აშშ-ს საელჩო

17.05.23 12:49
მოვუწოდებთ  პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, ხმა აიმაღლონ დისკრიმინაციის წინააღმდეგ - აშშ-ს საელჩო

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური უწყება წერს, რომ საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა საქართელოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას აფერხებს. 

საელჩო პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს მოუწოდებს, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ. 

საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა, - ნათქვამია განცხადებაში.