"ისლამური სახელმწიფოსთან" არავითარი კავშირი არ აქვს - მძიმე დანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ოჯახი

17.05.23 17:38
"ისლამური სახელმწიფოსთან" არავითარი კავშირი არ აქვს -  მძიმე დანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ოჯახი

დაკავება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერის ბრალდებით -  დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ერთ ერთი დაკავებული პირის ოჯახი "ტვ პირველთან" ამტკიცებს, რომ ბრალდება გამოგონილია და ახალგაზრდა კაცს კავშირი არც "ისლამურ სახელმწიფოსთან" და არც მის ლიდერებთან არასდროს ჰქონია. 

დაკავებულის ოჯახი სადავოდ ხდის ასაფეთქებელ მოწყობილობებს და საბრძოლო მასალასაც, რომელიც სუს-ის მტკიცებით კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ბრალეულების სახლიდან ამოიღო.

"არ ვიცით ბრალი რა არის, ამიტომ დუმილის უფლებას (იყენებს), ყველაფერს დადასტურება და დამტკიცება უნდა. თურქეთის მოქალაქესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. საბრძოლო მაშალა ამოიღეს თუ არა არ ვიცით" - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი.