"ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერების საქმე - ერთ-ერთი დაკავებული ომიჯ მამედოვია

17.05.23 17:55
"ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერების საქმე - ერთ-ერთი დაკავებული  ომიჯ მამედოვია

"ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულების საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო, შესაბამისად ბრალდებულების უფლებადამცველებს გუშინ ჩატარებული ოპერაციის შესახებ საუბარი უჭირთ. 

ირკვევა, რომ რუსთავში დაკავებული 3 პირიდან ერთ-ერთი ომიჯ მამედოვია. მის ინტერესებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი იცავს. 

მისი თქმით, მამედოვი "ისლამურ სახელმწიფოსთან" რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად უარყოფს. 

"გაგვაფრთხილეს, რომ მასალები საიდუმლოა, მას ვერ გადმოგვცემენ და ადგილზე უნდა გავეცნოთ. მამედოვი საქართველოს მოქალაქეა, ბოლნისიდანაა და ბოლო წლებში რუსთავში ცხოვრობდა"- ამბობს ადვოკატი. 

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, თურქეთის მოქალაქე მიგრაციის განყოფილებაშია მოთავსებული. ადვოკატ მარიამ ტაბატაძის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი 328-ე მუხლით წარუდგინეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან უცხოეთის მიერ დაფინანსებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერას გულისხმობს. 
 

მსგავსი სიახლეები