საბედისწერო პაემანი გლდანში - 21 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

18.05.21 19:26
საბედისწერო პაემანი გლდანში - 21 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, 21 წლის ახალგაზრდა ბიჭის დაჭრის ფაქტზე "პირველებისთვის" დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, გიგი თოლორაია შეყვარებულთან პაემანზე მიდიოდა, რა დროსაც მას 60 წლამდე მამაკაცმა ზურგის არეში დანა სამჯერ ჩაარტყა. 

თვითმხილველებს თავდასხმის მოტივებზე საუბარი უჭირთ. არც კონფლიქტი ყოფილა და არც ხელჩართული ჩხუბი. ერთ-ერთი ვერსიით, ახალაგაზრდას ჩასაფრება მოუწყვეს. 

ზუგდიდელი ბიჭის ახლობლების თქმით, თოლორაიას ფსიქიკურად შეურაცხადი მამაკაცი დაესხა თავს. 

ბიჭი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. საქმეში დევს ვიდეო-სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს გავლელი მამაკაცი, ბიჭს დანას.

 21 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ თბილისში 60 წლამდე კაცი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები