ხაშურში, მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ 2 პირს 20-20 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

17.05.23 18:53
ხაშურში, მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ 2 პირს 20-20 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

ხაშურის ერთ-ერთ სოფელში მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ 2 პირს 20-20 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

გადაწყვეტილება ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, შემთხვევა 2022 წლის 25 ნოემბერს მოხდა. მონასტრის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს, რომლებმაც ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა, უარის მიღების შემდეგ კი, აღნიშნულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. 

შეგახსენებთ, სასამართლო პროცესი პირველივე სხდომიდან დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. 

პოლიციამ ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავა.

მსგავსი სიახლეები