სისხლიანი გარჩევა წყალტუბოში - დაჭრილია მეთორმეტე კლასის მოსწავლე

18.05.21 19:30
სისხლიანი გარჩევა წყალტუბოში - დაჭრილია მეთორმეტე კლასის მოსწავლე

სისხლიანი გარჩევა წყალტუბოში - დაჭრილია მეთორმეტე კლასის მოსწავლე. "პირველების" ინფორმაციით, არასრულწლოვანი ჯერ საქმის გარჩევაზე დაიბარეს, რასაც ანგარიშსწორება მოჰყვა.  კონფლიქტი სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რომელშიც არასრულწლოვნებთან ერთად, სრულწლოვანი ბიჭებიც მონაწილეობდნენ. 

ირკვევა ისიც, რომ დაჭრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების  ჯარისკაცის შვილია. 

ერთ-ერთი ვერსიით ჩხუბი დაჭრილის თანაკლასელი გოგონას გამო მოხდა.  დაშავებული სკოლის მოსწავლის გადასარჩენად  ექიმები ამ წუთებშიც  იბრძვიან. მოზარდს დანა მუცელში აქვს ჩარტყმული.

მოზარდი სავარაუდოდ, სრულწლოვანმა მამაკაცმა დაჭრა.

შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.