ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც ამერიკასა და ევროპის დედაქალაქებში აფთექებებს თბილისიდან გეგმავდა
ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც ამერიკასა და ევროპის დედაქალაქებში აფთექებებს თბილისიდან გეგმავდა. 6 დაკავებულს დღეს ბრალი უმძიმეს დანაშაულში წაუყენეს, საქმეს კი გრიფით საიდუმლო დაედო. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახი "ტვ პირველთან" ამტკიცებს, რომ ახალგაზდას ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი არ ქონია და არც ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოუღიათ სამართალდამცველებს მათი სახლიდან. 6-ივე დაკავებული ეთნიკურად აზერბაიჯანელია.
ოფიციალური ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად საბრძოლო მასალასთან ერთად ამოღებულია მეხსიერების ბარათები, სადაც ევროპის ქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოებია. დავალებებს დაკავებულები უშუალოდ ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერისგან იღებდნენ, რომელიც თვეების წინ ასევე საქ-ოში იმყოფებოდა. სპეცოპერაცია კონტერორისტულმა ცენტრმა გამთენიისას ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ჩაატარა.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.