კოკაინი ბანანის ყუთებში - როგორ იქცა საქართველო ტრანსნაციონალური დანაშაულის ეპიცენტრად?
კოკაინი ბანანის ყუთებში. რა გზით უნდა გაეტანათ ტონობით ნარკოტიკი სომხეთში? იტალიის ფინანსურმა პოლიციამ გაშიფრა მარშრუტი, რომლის მიხედვითაც თითქმის სამი ტონა კოკაინი ჯერ ბათუმის პორტში უნდა ჩაეტანათ, შემდეგ კი ბათუმის პორტის გავლით მისი სომხეთში შეტანა იგეგმებოდა.
გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანეს, ტონობით კოკაინს იტალიის პოლიციის გაწვრთნილმა ძაღლმა მიაკვლია. ჩნდება კითხვა, როგორ იქცა საქართველო ტრანსნაციონალური დანაშაულის ეპიცენტრად? ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბის დანაშაული მაღალჩინოსნების მფარველობის გარეშე შეუძლებელია ხდებოდეს.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.