12 წლის მოსწავლისადმი გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მწვრთნელს 8,6 წლით პატიმრობა მიესაჯა

18.05.23 12:45
12 წლის მოსწავლისადმი გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მწვრთნელს 8,6 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქალაქო სასამართლომ 12 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ფეხბურთის მწვრთნელი დამნაშავედ ცნო და 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)-ის ცნობით, გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა.

"ეს წუთია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში. PHR-ი თხოვნით მიმართავს მედია საშუალებებს მკაცრად დაიცვან მსხვერპლი ბავშვის კონფიდენციალობა. საქმეზე მუშაობდნენ PHR - ის ადვოკატები თამარ გაბოძე და ანა თავხელიძე"- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მსგავსი სიახლეები