ინდოელი სტუდენტი, რომელსაც ბათუმში 22 აპრილიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ინდოელი სტუდენტი, რომელსაც 22 აპრილიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას tv25.ge ავრცელებს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა.