დაზიანებული სახლები, მოთხრილი ხეები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ლანჩხუთი

19.05.21 09:55
დაზიანებული სახლები, მოთხრილი ხეები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ლანჩხუთი

ლანჩხუთში ძლიერმა ქარმა სერიოზული პრობლემები შექმნა. მოთხრილია ხეები, დაზიანებულია სახლები და დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით,  ამ დროისთვის ლანჩხუთს არ მიეწოდება ელექტროენერგია:

მხოლოდ ორ სოფელშია შუქი - გრიგოლეთსა და წყალწმინდაში. დანარჩენ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მოთხრილია დიდი ხეები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. ყოველ წუთს შემოდის სოფლებიდან ინფორმაციები და შესაბამისი სამსახურები გასულები არიან",- აღნიშნა "პირველებთან" საუბრისას სარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები