წინა წლებთან შედარებით ჩუტყვავილათი სულ უფრო მეტი მოზარდი ინფიცირდება

18.05.23 13:51
წინა წლებთან შედარებით ჩუტყვავილათი სულ უფრო მეტი მოზარდი ინფიცირდება

უტევს თუ არა ქვეყანას ჩუტყვავილა? - მედიკოსები ამბობენ, რომ ინფექციით, წინა წლებთან შედარებით სულ უფრო მეტი მოზარდი ინფიცირდება. ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტის მდგომარეობა მძიმდება.  

ირკვევა, რომ ქვეყანავირუსს ფაქტობრივად, ვაქცინის გარეშე ხვდება. მედიკოსები ამბობენ, რომ საქართველოში ჩუტყვავილას გეგმიური ვაქცინაცია არ არსებობს. ეს მაშინ, როცა აშშ-სა და სხვა წამყვან ქვეყნებში ეს პრაქტიკა დანერგილია. 

"წინა წლებს თუ გადავხედავთ, გვაქვს ხოლმე გართულებული შემთხვევები, როდესაც ადამიანებს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და გარკვეულ შემთხვევებში რეანიმაციული მხარდაჭერაც, როგორც აღვნიშნე გართულება შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, მენინგოენციფალტის განვითარება და ასევე ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო გართულებაა პნევმონია ანუ ვირუსული პნევმონია, რომელიც დაავადების მესამიდან მეშვიდე დღემდე შეიძლება განვითარდეს. დამატებული მეორადი ბაქტერიული ინფექციით გართულება, სამივე ამ გართულებამ თუ დროულად არ მოხდება მათი მართვა და სპეციალისტის ჩარევა შეიძლება მიგვიყვანოს ფატალურ შედეგამდე" - აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

მსგავსი სიახლეები