სამედიცინო რეგულირების სააგენტომ სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო

18.05.23 13:48
სამედიცინო რეგულირების სააგენტომ სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების საკითხზე მოკვლევა გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაიწყო. მარინა გიუნაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. 

 

მსგავსი სიახლეები