გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

19.05.21 10:01
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5  წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5  წელი გავიდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ზუგდიდში მცხოვრები ოთხოზორია აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ, ხურჩაში, გამყოფ ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს მოკლა და მიიმალა.

როგორც ოთხოზორიას დედა "პირველებთან"საუბარში აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული არამხოლოდ გიგას  მკვლელობის საქმეში, არამედ საოკუპაციო ძალების ნებისმიერ ქმედებაში.

ჩემი შვილის მკვლელი ისევ თავისუფლად დათარეშობს, სადაც უნდა იქ მიდის, რასაც უნდა იმას აკეთებს  და ის უფრო დაფასებული პიროვნებაა, როგორც ქართველის მკვლელი. მე მგონია, რომ ხელისუფლება  უფრო მეტად  უნდა იყოს  როგორც  ჩემი შვილის მკვლელობის  საქმეში, ისე, ყველა იმ საქმეში  ჩართული, რომელსაც ახორციელებს ოკუპანტი რუსეთი. მათ წინააღმდეგ წუთს, წამს არ უნდა კარგავდეს. ყველგან, მათ შორის საერთაშორისო დონეზე უნდა აყენებდეს ამ საკითხს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ რუსეთი მოდის რადგან დაიპყროს ჩვენი მიწები და მოკლას ჩვენი მოქალაქეები,"-განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ. 

 ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი ოღლის დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურამაც, თუმცა კანჯი ოღლი არ დაუკავებიათ.

მსგავსი სიახლეები