სისხლიანი დაპირისპირება პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის - რა მოხდა ქუთაისში (ვიდეო)

19.05.21 10:20
სისხლიანი დაპირისპირება პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის - რა მოხდა ქუთაისში (ვიდეო)

სისხლიანი დაპირისპირება პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის - შემთხვევა ქუთაისის ცენტრში, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცველებმა მოქალაქეები სცემეს, დაპირისპირება კი პირბადის ტარებისა და კოვიდრეგულაციების დარღვევას მოჰყვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე პირი. არსებული ინფორმაციით, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის ქალებიც. 

"ტვ პირველი" ოფიციალური ინფორმაციის მოპოვებას შს სამინისტროში ამ წუთებშიც ცდილობს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები