საქართველოში ჩუტყვავილას ეპიდ-აფეთქებაა - ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ

ქვეყანას ჩუტყვავილა უტევს. საშიში ვირუსი ფაქტობრივად ელვის სისწრაფით ვრცელდება. ინფექცია უტევს ბავშვებს, მოზარდებს და ზრდასრულ ადამიანებსაც. კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. ვირუსს მაღალი სიცხე და ტანზე გამონაყარი ახასიათებს, მდგომაროება კი მოულოდნელად მძიმდება. ამ ფონზე ქვეყანაში ვირუსის საპრევენციო ვაქცინა არ არსებობს.
ეპიდემილოგი მაია კაშია საქართველოში ჩუტყვავილას ეპიდ-აფეთქებაზე და ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.
საქართველოში ჩუტყვავილას ეპიდ-აფეთქება გვაქვს. ძირითადად, გავრცელებულია ბავშვებში, თუმცა, იმის გამო, რომა რის სწრაფად გადამდები, ხშირად ვხდებით მოზრდილებშიც. ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1995 წლიდან აშშ-ში არის გეგმიური და არის ძალიან კარგი შედეგის მომტანი. არის ასევე ევროპისრიგ ქვეყნებში. საქართველო კი მათ რიცხვს, სამწუხაროდ არ მიეკუთვნება. როგორც ეპიდემილოგი, ვფიქრობ, რომ ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიება". - ამბობს ეპიდემილოგი.