ეპიდ-აფეთქებას შეწირული 4 წლის თომას სიცოცხლე - ჰქონდა თუ არა ადგილი ექიმების გულგრილობას
4 წლის მოზარდის ოჯახი სამძიმარს იღებს. ბავშვი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს. ახლა ყველა რეგულირების სააგენტოს მოკვლევის შედეგს ელოდება. ჰქონდა თუ არა ადგილი გულგრილობას ექიმების მხრიდან - ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გორ-მედის მედიკოსები ამბობენ, რომ სტაციონარში დარჩენაზე უარი თავად მშობლებმა თქვეს და გართულებული ჩუტყვავილით ბავშვი თბილისში წაიყვანეს. 4 წლის თომა ხელში დედას ჩააკვდა.
გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი კი სწორედ გორ-მედის კლინიკას ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ექიმებმა ვერ გადაწყვიტეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი რომელ განყოფილებაში დაეწვინათ. ფაქტია, რომ ბოლო სამ თვეში ჩუტყვავილის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. მათ შორის ზრდასრულებშიც. თუმცა სახელმწიფო პროგრამა ამ დაავადების ვაქცინაციის შესახებ არ არსებობს. ვაქცინის მარაგი არც კერძო კლინიკებს აქვთ. პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, ამ დაავადებით გამოწვეული ლეტალური შედეგი მინიმუმადეა დაყვანილი.
დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.