ტერორიზმის გახმაურებული საქმე და ნაქირავებ სამლოცველოში დაგეგმილი ტერორისტული აქტები

18.05.23 20:35
ტერორიზმის გახმაურებული საქმე და ნაქირავებ სამლოცველოში დაგეგმილი ტერორისტული აქტები

ნაქირავები სამლოცველო გარდაბანში - ტერორისტული აქტები მსოფლიო დედაქალაქებში, სავარაუდოდ, სწორედ აქედან იგეგმებოდა. ერთ-ერთი  დაკავებული, რომელიც თავს ისლამური რელიგიის მცოდნედ ასაღებდა და   ტერორისტული ორგანიზაციის თურქი ლიდერი, რომელიც ამბობდა რომ მრევლი იყო, ერთმანეთს სწორედ ამ სამლოცველოში ხვდებოდნენ.

ლოცვის ნაცვლად კი ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. ჩნდება კითხვა, როგორ შემოვიდა საქართველოში ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი და როგორ  გადაადგილდებოდა თვეების განმავლობაში ის. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან. შვიდიდან არცერთი დანაშაულს  არ აღიარებს.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები