პროტესტის მეორე დღე ბორჯომში - ორივე ქარხნის მუშები გაფიცვას აგრძელებენ

19.05.21 10:29
პროტესტის მეორე დღე ბორჯომში - ორივე ქარხნის მუშები გაფიცვას აგრძელებენ

"ბორჯომის" ორივე ქარხნის მუშები გაფიცვას აგრძელებენ. ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები. 

გუშინ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა დასაქმებულებსა და ქარხნის ადმინისტრაციას შორის, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. მორიგი შეხვედრა ადმინისტრაციასთან სავარაუდოდ, დღეს 12:00 საათზე გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ "ბორჯომის" ქარხანა უკვე მეორე დღეა პარალიზებულია. 400-ზე მეტი დასაქმებული  შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები