პირველი რეისი მოსკოვიდან - რუსულ ავიახომალდებს დღეს პროტესტით დახვდებიან

19.05.23 11:02
პირველი რეისი მოსკოვიდან - რუსულ ავიახომალდებს დღეს პროტესტით დახვდებიან

რუსულ ავიახომალდებს დღეს პროტესტით დახვდებიან. ოკუპანტების მიერ ენგურის ხიდთან გიგა ოთხოზორიას მკველობის დღეს მოსკოვიდან თბილისში პირველი ავიარეისი შესრულდება.  ვნუკოვოს აეროპორტში მგზავრების რეგისტრაცია უკვე დასრულდა და ავიაკოამპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი თბილისის მიმართულებით ცოტა ხანში გამოფრინებდა.

თბილისში რეისს აქციით დახვდებიან.ხალხი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და აეროპორტში მსხველობით წავა. ისინი ადგილზე საპროტესო ბანერებით, საყვირებით და საქართელოს დროშებით მივლენ. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ ფრენას ჩვენ შევხვდეთ პროტესტით და ყველამ, რუსეთმაც, დასავლეთმაც იცოდეს, რომ ტერორისტული სახელმწიფოს გახსნილი ფრენები, ეს არ არის ნორმალური ვითარება ჩენთვის და საზოგადოება ამას აპროტესტებს. ამიტომ რესპუბლიკის მოედნიდან 12:00 საათზე ჩვენ ყველანი წავალთ აეროპორტისკენ და იქ გვექნება პროტესტის. ამას ვაორგანიზებთ „დროა“, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია რომ შემოგვიერთდეს, - ამბობს 'დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.

შსს-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომები უკვე მიღებული აქვს. აეროპორტის თანამშრომლებს გარეთ გასვლის საშუალებასაც არ აძლევენ.

მსგავსი სიახლეები