რუსული თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეშია - თბილისის აეროპორტში პოლიციაა მობილიზებული

19.05.23 13:06
რუსული თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეშია - თბილისის აეროპორტში პოლიციაა მობილიზებული

რუსული თვითმფრინავი უკვე საქართველოს საჰაერო სივრცეშია. რეისი მოსკოვი-თბილისი დროზე ადრე შესრულდება. ავიახომალდი მოსკოვიდან ერთი საათით ადრე გამოფრინდა. მიზეზი, სავარაუდოდ, თბილისის აეროპორტში დაგეგმილი პროტესტია. 

აეროპორტში პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. რკინიგის ბარიკადებით გადაკეტეს აერპორტამდე მისასვლელიც. თბილისის ცენტრალური აეროსადგური პოლიციის ალყაშია მოქცეული.

მოსკოვი-თბილისის რეისის შესრულებას ორი საათი და 20 წუთი სჭირდება, მაგრამ უკრაინაში ომის გამო, თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში კასპიის ზღვის გავლით შემოდის. მანძილის დაფარვას რუსული წარმოების თვითმფინავი  სამ საათს ანდომებს.

"პირველების" ინფორმაციით, აზიმუტის ბორტზე რუსეთის მოქალაქეების გარდა ის ადამიანებიც იმყოფებიან, რომლებიც რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენას უშუალოდ კურირებდნენ. ისინი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან, მათ შორის, არის თემურ მაისურაძე და ვალერი კვარაცხელია. 

პირველი რუსული ავიახომალდი თბილისი საერთაშრისო აეროპორტში რამენიმე წუთში დაეშვება.