რუსების საქართველოში მშვიდად შემონარნარებას გამართლება არ აქვს - ანა დოლიძე

19.05.23 13:29
რუსების საქართველოში მშვიდად შემონარნარებას გამართლება არ აქვს - ანა დოლიძე

პარტია 'ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენებსია აღდგენა არასწორია. მისი თქმით, გადასახადები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უნდა ხმარდებოეს, რუსების ემოციურ სიმშვიდეს ხმარდება, რასაც გამართლება არ აქვს. 

ეს არის ეკონომიკური ოკუპაციის ერთ-ერთი ფორმა. იმ ფონზე, როცა ჩვენ უნდა ვაძლიერებდეთ კავშირს დასავლეთში, ეს არის აბსოლუტურად არასწორი. მე ვწუხვარ, რომ ის გადასახადები, რომლებსაც მე და თქვენ ვიხდით, რომელიც უნდა ხმარდებოდეს საპატრულო პოლიციას, ექთნებს, მასწავლებლებს, ბავშვების კვებას, რუსების ემოციურ სიმშვიდეს ხმარდება. საქართველოს მოქალაქე აქ ვინც დადის, არ სჭირდება არავითარი გამართლება. ჩვენი ბიუჯეტის და ფულის დახარჯვას, რომ ეს ხალხი აქ მშვიდად შემონარნარდეს, არავითარი გამართლება არ აქვს, - ამბობს ანა დოლიძე. 

შეგახსენებთ, რომ პირველი რუსული ავიახომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშ რამენიმ წუთის წინ დაეშვა.  

მსგავსი სიახლეები