პროტესტი გარდაუვალია - ელენე ხოშტარია 20:00 საათზე პრალმანეტთან აქციას აანონსებს

19.05.23 13:45
პროტესტი გარდაუვალია - ელენე ხოშტარია 20:00 საათზე პრალმანეტთან აქციას აანონსებს

რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღგენას დღეს პარლამენტთან 20:00 საათზე გააპროტესტებენ. აქცია "დროა" ლიდერმა მას შემეგ დაანონსა, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული ავიახომალდი დაეშვა. ხოშტარია ამბობს, რომ პროტესტი გარდაუვალია. 

შეუძლებელია, რომ რეისების აღდგენა, რაც არის ჩვენი სუვერენიტეტის შეურაცხყოფა, რა ფორმითაც გააკეთეს, ვიღაცა რუსი მოღალატეები მადლობას უხდიან პუტინს ჩვენი სახელით, შეუძლებელია ამას რეაქცია არ მოჰყვეს, ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ და ამ პროტესტს გამოვხატავთ და ასევე საღამოს 20:00 იქნება აქცია პარლამენტთან. ბექა ოდიშარია უბრალოდ იმეორებს იმას, რა დავალებასაც აძლევს ოცნება, რა დავალებასაც აძლევს რუსეთი, შესაბამისად, ეს ტყუილი, რომ თითქოს მილიონი ქართველი კი არა, ვალერი კვარაცხელია შემოდის, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფოს. ადამიანები ჩამოდიან, რომლებიც არიან პირდაპირ მოღალატეები, ამიტომ პროტესტი გარდაუვალია, ეს არის ერთ-ერთი პროტესტი დღეს საღამოს 20:00 საათზე, აუცილებლად პარლამენტთან იქნება შეკრება და დღეს აუცილებლად გაიგებენ ჩვენს ხმას, რომ ეს თვითმფრინავი უნდა წავიდეს რუსული .... მიმართულებით" -  თქვა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები