ტრეფიკინგი საქართველოში - ყაზახი გამოძიებლების ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა

19.05.21 11:05
ტრეფიკინგი საქართველოში - ყაზახი გამოძიებლების ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა

ყაზახი გამოძიებლების ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა. 26 წლის აისელ აიტპაევას საქმის გამოძიებაში ყაზახური მხარეც ერთვება. გამოძიებლები თბილისში მტკიცებულებებს მურად მეირბეკოვის წინააღმდეგ  აგროვებენ. მეირბეკოვს ბრალი ყაზახეთში ტრეფიკინგის ბრალდებით წარუდგინეს. 

გამოფრინდა ყაზახეთიდან საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც გეგმავს ქართულ მხარესთან საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ერთობლივად და თანამშრომლობას, რომ გაცვალონ მტკიცებულებები" - ამბობს აიტფაევას ადვოკატი. 

მეირბეკოვი ყაზახეთში 16 მაისს დააკავეს, მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. ქართულმა სასამართლომ კი მეირბეკოვს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. 

 26 წლის ასელ აიტპაევამ 5 მაისს  საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ 6 მაისს 57 წლის ბესიკ თოდუა  დააკავა. პროკურატურამ  დაკავებულს ბრალი 7 მაისს, გაუპატიურების ბრალდებით წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.