ეს არ არის ბოლომდე გამარჯვება, 23 წელი ელოდა ამას საქართველოს მოსახლეობა - რუსეთიდან ჩამოსული ჭიქაშვილი
პრორუსი "ოცნების" პროპაგანდისტი მერაბ ჭიქაშვილი, რომელიც რუსეთი-თბილისის პირველ რეისს ჩამოჰყვა, ამბობს, რომ ეს საქართველოს დიდი გამარჯვებაა და ფრენების აღდგენას საქართველოს მოსახლეობა 23 წელი ელოდა.
ჭიქაშვილი ამბობს რომ ამ გამარჯვებაში მისი არასამთავრობო ორგანიზაციის დიდი როლია.
"პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ, იმ გამარჯვებას, რაც მოიტანა სახალხო დიპლომატიამ და კონკრეტულად იმ შედეგმა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჯერ კიდევ 7 დეკემბერს. ჩვენი ორგანიზაციის სახელით და პასუხისმგებლობით, სოლიდარობა მშვიდობის სახელით, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილნი, ჩვენ გვქონდა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდა მეორე მხარე, რუსეთის მხარე, რუსეთის დუმის დეპუტაცია, კონკრეტულად ლეონიდ კალაშნიკოვთან და კაზბეკ ტაიოსართან დავაყენეთ საკითხი, ორ საკითხზე იყო საუბარი, რომ საქართველოს მოსახლეობას მოხსნოდა, ყოფილიყო უვიზო რეჟიმი და შესაბამისად აღდგენილიყო ფრენები. ჩვენი ორგანიზაციის, ასევე მონაწილე ორგანიზაციაში, ამ ფორუმში მონაწილე იმ ადამიანების სახელით და საქართველოს უმრავლესობის სახელით, რომ საქართველო იმსახურებს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. ამას გარდა, შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, შედეგი მიღწეულია, თუმცა ეს არ არის ბოლომდე გამარჯვება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის ინტერესები, ჩვენი ინტერესები. შედეგი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს შედეგი მიღწეულია" - ამბობს მერაბ ჭიქაშვილი.