ზეიმი და შამპანურით სავსე ჭიქები თვითმფრინავის ბორტზე - თბილისში დღეს რუსული "აზიმუტი" დაჯდა
13 საათი და 17 წუთი თბილისის დროით - საქართველოს დედაქალაქში რუსული "აზიმუტი" დაჯდა. რუსეთიდან ჩამოფრენილებს ქართველი ბორტგამცილებლები შამპანურით გაუმასპინძლდნენ და ზეიმიც მოუწყვეს. "აზიმუტის" 86 მგზავრს შორის იყვნენ პრორუსი ქართველებიც. პროპაგანდისტები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის დათბობის გამო აღფრთოვანებას არ მალავდნენ, პუტინს ფრენების აღდგენის გამო მადლობას უხდიდნენ. ამბობდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და არც პუტინია სამხედრო დამნაშავე. აანოსებდნენ, რომ მალე თბილისში რუსეთის პრეზიდენტიც ჩამოფრინდება.
რუსმა პროპაგანდისტებმა არც სარკინიგზო მიმოსვლისა და რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას გამორიცხეს. პირველი გზავნილი რუსეთიდან უკვე მოვიდა. სერგეი გავრილოვი რუსულ მედიასთან საუბრისას აანონსებს, რომ შემდეგი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის სწორედ ელჩების გაცვლა იქნება. კრემლი "ქართული ოცნებით" კმაყოფილია და ამიტომ უკან დახევას აღარ აპირებს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.