პირველი რეისი რუსეთიდან - აეროპორტში პროტესტის ჩახშობა პოლიციამ დაკავებებით სცადა

19.05.23 20:34
პირველი რეისი რუსეთიდან - აეროპორტში პროტესტის ჩახშობა პოლიციამ დაკავებებით სცადა

აეროპორტთან მიმდინარე  აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ მათი თანამებრძოლების ადგილსამყოფელის დადგენას.  ხმამაღალი პროტესტის ჩახშობა პოლიციამ ტრადიციული დაკავებებით სცადა. პოლიციელები დაკავების მიზეზად პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობას ასახელებდნენ.  

დაკავებების სერია აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები ხმამაღალი შეძახილებით აპროტესტებდნენ რუსული თვითმფრინავის თბილისში დაშვებას.

ქართული და უკრაინული დროშები, პლაკატები, სადაც რუსულ თვითმფრინავს რუსული გემის მიმართულებით უშვებდნენ და პოლიციის კორდონით და რკინის ჯებირებით გარშემორტყმული აეროპორტი - ეს სურათი დახვდათ "აზიმუტის" პირველ მგზავრებს. არადა, ჯერ კიდევ გუშინ მთელი რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყებოდა, როგორ ხელგაშლით ელოდებოდა თბილისი რუსულ რეისს.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები