პოლიციისადმი დამოურჩილებლობას ადგილი არ ჰქონია - შუშა მაცაბერიძე მის დაკავებაზე
სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე, რომლის სასამართლო პროცესიც დღეს გადაიდო, მისი დაკავების მომენტს იხსენებს. მაცაბერიძის თქმით, ერთ-ერთი მოქალაქის დაცვას შეეცადა, რომელსაც პოლიცია უმიზეზო აკავებდა, რა დროსაც მისი დაკავების ბრძანებაც გასცეს.
სამოქალაქო აქტვიისტი ამბობს, რომ მისი დაკავების საფუძველი არ არსებობდა, რადგან პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია.
დაგვაკავეს გზის სავალ ნაწილამდე ანუ ტროტუარზე ვიდექით ყველანი და რაღაც მომენტში დავინახე, რომ ტროტურაზე რომ იდგა გოგო ხუჭუჭთმიანი სამი-ოთხი პოლიციელი წვდა არაფრის გამო და დაიწყეს ამ ადამიანის დაკავება. მან ითხოვა განწირული ხმით შველა და ამ დროს მივედი, რომ დავლაპარაკობდი, რომ რა ხდება, სად მიგყავთ და ამ დროს იყო, რომ წაიყვანეთ ესეც და ამ მომენტში დაგვაკავეს. არანირი დამომურჩილებლობა პოლიციისადმი არ ყოფილა, იმიტომ, რომ არ არსებობდა პოლიციის მოთხოვნა. ამას „ქართული ოცნება“ იყენებს იმ გზისთვის, რომ შეაშინოს პროტესტის მონაწილეები, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც საქართელოს ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერსებს, ხალხი დაიცავს საქარტელოს ინტერესებს. სწორედ იმიტომ ვიდექით იქ, - ამბობს შუშანა მაცაბერიძე.