"ოცნების" პოლიტიკური ფლირტი მოსკოვთან - ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთთან ფრენები ხალხის ინტერესშია
არის თუ არა მტერი რუსეთი? - ამ კითხვამ დღეს "ქართული ოცნების" ლიდერები წყობიდან გამოიყვანა. "თუ მტერია აიღე ხელში იარაღი და ესროლე" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას. დღეს ხელიუფლების ამტკიცებდა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა არა "ოცნების", არამედ რიგითი მოქალაქეების ინტერესებშია.
იგივე გზავნილი ისმოდა პრემიერისგანაც. ღარიბაშვილი მედიას უმტკიცებდა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის სისწორეში სტრატეგიული პარტნიორებიც დაარწმუნა.
ამის მიუხედავად, რადიკალურად განსხვავებული განცხადებები ისმის დასავლეთიდან, "ქართულ ოცნებას" სადაც ერთხმად მოუწოდებენ , რომ მოსკოვთან პოლიტიკურ ფლირტზე უარი თქვას.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.