"ოცნების" მორიგი პოლიტიკური ხრიკი - ქოლცენტრების საქმეზე ქვორუმი ვერ შედგა
"ოცნებამ" პოლიტიკური ხრიკები პარლამენტში ახალი ძალებით განაახლა. ქვორუმის არარსებობის გამო, მმართველმა გუნდმა მოახერხა და ქოლ-ცენტრების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრამდეც კი არ მიიტანა. დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და ქვორუმი არ შედგა. არადა, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის დასამტკიცებლად ხმების საკმარისი რაოდენობა ჰქონდა.
ოპონენტებისთვის ეს კიდევ ერთი დასტური იყო, რომ თაღლითური სქემის უკან "ქართული ოცნება" დგას, რომლის ინტერესებშიც გამოძიება არ შედის.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.