ლავროვსა და პუტინს შორის განსხვავება არ არის, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ქორწილი შედგეს - მელია

20.05.23 11:35
ლავროვსა და პუტინს შორის განსხვავება არ არის, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ქორწილი შედგეს - მელია

ნიკა მელია ამბობს, რომ ლავროვსა და პუტინს შორის განსხვავება არ აქვს და მისი ოჯახის საქართველოში ყოფნა დაუშვებელია.

მელიას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს ქორწილი არ შედგეს.

"მთელი აღმოსავლეთ საქართელოს სპეცსამსახურები აქ არიან და უზრუნველყოფენ, რომ ქორწილი ჩატარდეს. ჩვენ კიდევ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ქორწილი არ ჩატარდეს.

ლავროვის სიძის ძმა არის მთავარი მასპინძელი. მისი ქორწილია. ლავროვის სიძე და ქალიშვილი და სიძის ძმის მამაც დასანქცირებულია. ეს, რაც ჩვენ ვიცით.

მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ აქ უნდა შეისვას დღეს პუტინის და რუსული არმიის სადღეგრძელო. აქ უნდა თქვან, რომ გაუმარჯოს რუსეთს,  ძირს საქართველო და ძირს უკრაინა.

გავრილოვი არაფერია, ამ "სტუმრებთან" ამ ოკუპანტებთან შედარებით. ის იყო მარიონეტი და ლავროვსა და პუტინს შორის განსხვავება არ არის. 

ამ სასტურმოში, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემს და რუსეთს ოკუპანტად მიჩნევენ, არ უნდა გაჩერდნენ".- ამბობს მელია.

 

მსგავსი სიახლეები