ვინ არის მომღერალი, ვისაც ლავროვების ოჯახის გართობა დაევალა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრებისა და მეგობრების საქართველოში ვიზიტის შესახებ "მელაძის შაბათის" გუნდისთვის ცნობილი გასულ ოთხშაბათს გახდა.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაგეგმილი იყო VIP მომსახურება და გამოსასვლელი. ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილის სტუმრების ნაწილმა კი სახმელეთო გზით ისარგებლეს.
რაც შეეხება ე.წ. VIP სტუმრებს, "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მათთან სპეციალური მიკროავტობუსი თვითმფრინავთან მიდის, ეს ადამიანები დამოუკიდებლად გამოჰყავს. ამ ყველაფრის ორგანიზატორი, რუსულენოვანი ოპერატორი, ვინმე ანასტასია იყო. სწორედ მან მისცა ეს დაკვეთა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს.
ლავროვის ოჯახის წევრებისა და ახლობლების გართობაზე საქართველოში კონკრეტული ადამიანები ზრუნავდნენ, დაიქირავეს ქართველი მომღერლები, ერთ-ერთი იყო გიორგი გეთიაშვილი, რომელმაც კახეთში გიტარით მიიწვიეს. ეს უკანასკნელი რუსულენოვან სიმღერას ასრულებს.