"ტერორიზმის საქმე" - კაცი, რომელიც ტერაქტების სერიას გეგმავდა, საქართველოში 1 წლის წინ დააკავეს, პროკურატურამ კი 5 000 ლარიანი გირაოთი გაუშვა
ვინ არის თბილისში დაკავებული კაცი, რომელიც სახელმწიფო უსაფროების სამსახურის მტკიცებით, ნატოს შტაბ-ბინის აფეთქებას აპირებდა? "ტერორიზმის საქმის" სკანდალური მასალები შაბათის ეთერმა მოიპოვა.
საქმის მასალების თანახმად, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი, ეროვნებით ქურთი, თურქეთის მოქალაქე, ამერ ონაია, რომელიც უმძიმესი ბრალდებით, გლდანის ციხეში 2 დღის წინ გაუშვეს.
28 წლის ამირი სუს-მა ყველაზე საშიში დაჯგუფების ლიდერად გამოაცხადა, რომელიც საქართველოდან სავარაუდოდ, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის მკვლელობას, ევროპის დედაქალაქებში ტერაქტების სერიას და ბრიუსელში ნატოს შტაბ ბინის აფეთქებას გეგმავდა.
ირკვევა, რომ ეს განსაკუთრებით, საშიში პირი ერთი წლის წინ, საქართველოს პროკურატურამ 5000 ლარის სანაცვლოდ გაუშვა. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის ივნისში სასაზღვრო პოლიციამ, ემირ ონაი საქართველო-თურქეთის საზღვარზე მაშინ დააკავა, როდესაც ქვეყანაში გადმოპარვას ცდილობდა. ონაი საზღვრის უკანონო კვეთიდან მალევე სამართალდამცავების ალყაში აღმოჩნდა, ტერორისტად გამოცხადებული კაცი პოლიციამ დააკავა, თუმცა მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ირკვევა ისიც, რომ ემირ ონაის საქართველოს პროკურატურამ საპროცესო გარიგება მაშინ გაუფორმა, როცა უკვე ცნობილი იყო, რომ მისი თანამზრახველებს თურქეთში ტერორისტული საქმიანობისთვის ასამართლებდნენ.
ემირ ონაის და ტერორისტული ორგანიზაციების კავშირებზე ინფორმაცია საჯაროდ იძებნება - ჩნდება კითხვა, როგორ გაათავისუფლეს ეს პიროვნება საპროცესო გარიგებით და გადამოწმების დროს რატომ არ გაუჩნდა კითხვები არც სასაზღვრო პოლიციას, არც ქართულ სპეცსამსახურებსა და არც პროკურატურას.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის 18 ნორმებს უკვე იცოდა, რომ ემირი საქართველოში იყო. ონაიმ საქართველოს თავშესაფარი სთხოვა, დოკუმენტები, მის სახელზე გაფორმებული. სტატუსზე უარი უთხრეს, მისი საქმიანობთ კი არ დაინტერესებულან. გომელაურის უწყებამ 28 წლის კაცს ქვეყნის დასატოვებლად სამი თვის ვადა მისცა. ამ ხნის განმავლობაში ონაი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებოდა.
ქვეყნის დასატოვებლად „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერს ვადა 2022 წლის ოქტომბრამდე ჰქონდა, თუმცა ემირ ონაიმ ქვეყანა არ დატოვა და მისი გადამოწმებით 23 აპრილამდე არცერთი საგამოძიებო უწყება არ დაინტერესდა ამიტომ „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა საქართველოში უსაფრთხოდ ცხოვრება გააგრძელა და როგორც ჩანს საკუთარი რადიკალური დაჯგუფების გაძლიერება გადაწყვიტა. ბინა რუსთავში იქირავა და კონსპირაციულ ბინებში რამდენიმე ლოკაციაზე მხარდამჭერების გადამზადება დაიწყო.