ყვარლის სასტუმროსთან პოლიცია აღარ დგას - რუსმა პროპაგანდისტებმა ტერიტორია დატოვეს

21.05.23 11:42
ყვარლის სასტუმროსთან პოლიცია აღარ დგას - რუსმა პროპაგანდისტებმა ტერიტორია დატოვეს

სამართლდამცველები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ლავროვის ოჯახის სიმშვიდეს იცავდნენ, ყვარელში აღარ დგანან. ფაქტი ცხადყოფს, რომ რუსი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრებმა ყვარლის სასტუმრო უკვე დატოვეს. ინფორმაციას "პირველებს" სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელიც უდასტურებს. მისი თქმით, სასტუმროში მენეჯმენტი არ იმყოფება და გადამღებ ჯგუფის სასტუმროს ტერიტორიაზე ვერ შუეშვებს.

ის, რომ რუსმა სტუმრებმა ტერიტორია დატოვეს, სასტუმროს ადმინისტრაციაც ადასტურებს. "პირველები" სატელეფონო საუბარში დაინტერესდა, შესაძლებელი იყო თუ არა ჯავშნის გაკეთება, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

მას შემდეგ, რაც პუტინმა მოსკოვსა ა თბილისს შორის პირდაპირი ფრენების განკარგულება გასცა, რუსი პროპაგანდისტები საქართველოში უკვე მარტივად ჩამოდიან. გუშინ ყვარლის სასტუმროში ქორწილს სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები აღნიშნავდნენ, თუმცა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის გამო, ქრწილი ჩაიშალა. 

 

მსგავსი სიახლეები