მოსკოვსა და თბილის შორის ფრენები აქტიურ ფაზაშია - რას ამბობენ რუსეთიდან დაბრუნებული ქართველები
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი აფრენები აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს ავიარესიებს შეასრულებს როგორც აზიმუტი, ასევე "ჯორჯიან ეარვესიც".
მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა მათთვის კომფორტულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რა ვითარებაში ხდება ეს და რას ემსახურება.
მინსკიდან, სხვა ქვეყნებიდან სიარული საქართველოში მიჭირს, მაგრამ მეორეც უნდა ვიცოდეთ, რა ვითარებაში ხდება ყველაფერი ეს. 2016 წელს გაგვიწყვიტეს რეისები, ახლა აღგვიდგინეს, რა ხდება? ვინ არის დამნაშავე? სიკვდილი მინდა ამ მიწაზე. ყველაფერი დროებითია საქართველოს გარდა, - ამბობს საქართველოს მოქალაქე.
"პირველებმა" გასაუბრება რუს მგზავრებთანაც სცადა, თუმცა ისინი კითხვებს არ პასუხობენ.