რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოს ევროინტეგრაციას რისკის ქვეშ აყენებს - Deutche Welle

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოს ევროინტეგრაციას რისკის ქვეშ აყენებს. ამ სათაურით სტატიას "დოიჩე ველე" აქვეყნებს. გავლენიანი გერმანული გამოცემა პუტინის გადაწყვეტილებას რუსულ პროვოკაციად აფასებს. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის 81%-ს ევროკავშირში უნდა, მარტის აქციებმა კი აჩვენა, რომ ხელისუფლებისა და ხალხის განწყობები სხვადასხვააა.
გამოცემის მკითხველს მარია კალიუგრანდის პოზიციაც გააცნეს. ევროპარლამენტარი "დოიჩე ველესთან" აცხადებს, რომ არც მოლდოვა და არც უკრაინა იყვნენ მზად კანდიდატის სტატუსისთვის, მაგრამ მთავრობებმა ძლიერი პოლიტიკური ერთგულება აჩვენეს.