ელენე ხოშტარიამ თელავის სასამართლოში გადაყვანაზე უარი განაცხადა
ელენე ხოშტარია თელავის სასამართლოში გადაყვანაზე უარს აცხადებს. ინფორმაციაა ზაჰესის იზოლატორიდან რამდენიმე წუთის წინ ადვოკატმა გამოიტანა. მიზეზი სასმართლოსადმი უნდობლობაა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უფლებადამცველს ბრალის დადგენილება ამ დრომდე არ ჩაჰბარებია, ამიტომ არ იციან, რას ედავება გომელაურის უწყება "დროას" ლიდერს.
ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელენე ხოშტარიამ პოლიციელს ხელი დაატყა. კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ამტკიცებს, რომ "დროას" ლიდერი მას თავს დაესხა, ამიტომ გამორიცხული არ არის, ხოშტარიას პოლიციელზე თავდასხმას მოედავონ.
ქალბატონმა ელენემ უარი განაცხადა, რომ გაჰყოლოდა პოლიციის თანამშრომლებს თელავში, სადაც უნდა იყოს წესით სასამართლო პროცესი, რადგან თელავში მოხდა დაკავება. ამ შემთხვევაში, ან უნდა მოხდეს 24 საათიანი ვადი გასვლის შემდეგ მისი გათავისუფლება ავჭალის იზოლატორიდან ან პოლიციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს კიდევ 24 საათით ადმინისტრაციული დაკავების ვადა. რაგადაწყვეტილებას მიიღებს შსს ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუმცა გაგრძელების შემთხვევაშიც ელენე არ აპირებს სასამართლო პროცესშ მონაწილეობის მიღებას. ამ დრომდე არ ჩაგვბარებია დაკავების ოქმი, ასევე არ ჩაგვბარებია არანაირი მასალა, - ამბობს თეონა კილაძე.